გადადი პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 5

Igrika Shop

ხელით ნაკვეთი დეკორატიული ჩუქურთმა - "სიცოცხლის ხე"

ხელით ნაკვეთი დეკორატიული ჩუქურთმა - "სიცოცხლის ხე"

Რეგულარული ფასი $67.00 USD
Რეგულარული ფასი გასაყიდი ფასი $67.00 USD
-Liquid error (snippets/price line 86): divided by 0% OFF გაყიდულია

Save 5-10% with purchases of 2 or more items

ზომა
ფერები
მასალა

ამბავი:

სიმბოლოს წარმომავლობა - ქართლი, ბოლნისის სიონის კედლის ჩუქურთმა, V საუკუნე 

ჩვენი ესკიზი ბოლნისის სიონის ტაძრის კედელზე დაქარგული "სიცოცხლის ხის" მიხედვით შევქმენით. ალვის ხე ქართულ კულტურასა და რელიგიაში იმ ბიბლიური "ცხოვრების ხის" სიმბოლო ყოფილა, რომელიც ედემის ბაღში დგას მშვენიერებითა და საუცხოო სურნელით აღსავსე. ხალხური ლექსის თანახმად, ის წვერში ყურძენს ისხამს, რომლის ნაყოფი ყოველგვარი უბედურებისგან იცავს ადამიანს. 

ამას გარდა, თურმე "სიცოცხლის ხის" კულტი ჩვენს კულტურაში ქრისტეს შობამდეც გვხვდება.

ჩუქურთმა შეგიძლია გამოიყნეო, როგორც სუფრის გასაფორმებლად ასევე კედლის ან კუთხის მაგიდის დეკორად. თან დაჰყვება სიამოვნების მომგვრელი სურნელი, რაც კაკლის ხის და ზეთის დამსახურებაა, ასევე დაფასთან შეხებაც საკმაოდ თერაპიული პროცესია…

ამავე ტაძრის ორნამენტების მიხედვითაა შექმნილი: დაფა სიცოცხლის ხე, დაფა ბოლნისის მნათობები და მაგიდის ბილიკი ბოლნისის მნათობები.

ჩვებს შესახებ:

ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…

ვრცლად

მოვლა & მახასიათებლები:

  • მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივს! აქვს ძირითადად დეკორატიული ხასიათი. არ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში! გარეცხვა შესაძლებელია ხელით მაგრამ წყალში დიდხანს გაჩერება არ არის რეკომენდირებული.  შეამშრალეთ ხელსახოცით. არ დაუსვათ ბასრი საგანი!
  • ზომა - 30/20სმ
  • მასალა - კაკალი, ნატურალური ზეთი

    მასალები

    კაკლის ხე

    ზომები

    29/19 სმ ; 11.5/7.5 ინჩი

    მოვლის ინფორმაცია

    მასალა შეიძლება დეფორმირდეს მზისგან. გთხოვ დაიცვა ის მზის პირდაპირი სხივებისაგან.

    შეიძლება გამოყენებულ იქნას პურის, ყველის, ხილის და სხვა საკვების შესანახად. მაგრამ ის ძირითადად გამოიყენება დეკორაციად. არ გამოიყენო დაფა პროდუქტების დასაჭრელად ან დასარტყმელად.

    არავითარ შემთხვევაში არ გარეცხო დაფა, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. მისი გარეცხვა შესაძლებელია ჩვეულებრივ ნიჟარაში, მაგრამ წყალში დიდხანს ნუ გააჩერებ. გარეცხვის შემდეგ შეამშრალე პირსახხოცით.

    სრული დეტალების ნახვა

    ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ

    ქართული კულტურა მრავალი ათასწლეულია არსებობს და ვითარდება

    ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.
    Ჩვენს შესახებ