გადადი პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 7

Igrika Shop

ხელნაკეთი ვიწრო მაგიდის გადასაფარებელი - "ბოლნისის მნათობები"

ხელნაკეთი ვიწრო მაგიდის გადასაფარებელი - "ბოლნისის მნათობები"

Რეგულარული ფასი $53.00 USD
Რეგულარული ფასი გასაყიდი ფასი $53.00 USD
-Liquid error (snippets/price line 86): divided by 0% OFF გაყიდულია

Save 5-10% with purchases of 2 or more items

ამბავი:

სიმბოლოს წარმომავლობა - ქართლი, ბოლნისის სიონის კედლის ჩუქურთმა, V საუკუნე 

ეს სიმეტრიული ყვავილისებური ესკიზი ბოლნისის ტაძრის კედლის ჩუქურთმის შთაგონებით შევქმენით. ყვავილის  გამოსახულებები არ გეგონოს, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან ჰგავს ყვავილს, ეს ოთხკუთხა ფორმები თურმე ძველად მნათობებს განასახიერებდა. მთაში ოთხმხრიან, ხაზოვნად ან ფოთლის მსგავს ჯვრისებრ ფიგურებს ვარსკვლავს უწოდებდნენ. ამას მოწმობს დედაბოძის კომპოზიციაზე გაბნეული მნათობების მიმართებაც მზის სიმბოლოსთან. ფრაგმენტი ბოლნისის კედლის ქვაქარგულობიდან ასეთ შთამბეჭდავ ფორმებად ვაქციეთ, ასე ძალიან მოუხდა ჩვენს ვიწრო  მაგიდის გადასაფარებელს ეს სიმეტრიული ორნამენტი.

აღმოაჩინე მოჩუქურთმებული ხის დაფა ბოლნისის მნათობებით ჩვენს სახელოსნოში

ჩვენს შესახებ:

ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…

ვრცლად

მოვლა & მახასიათებლები:

  • ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
  • ზომა - 40/175სმ
  • ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი

    მასალები

    ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი

    ზომები

    175/40სმ ; 69/16ინჩი

    მოვლის ინფორმაცია

    მასალა, რომელიც ძირითადად დამზადებულია ბამბისგან, ადვილად არ იწოვს სითხეს, ამიტომ მუდმივი ლაქების თავიდან აცილება შესაძლებელია ძალიან მარტივად, თუ მასზე სითხის ჩამოსხმიდან მალევე დაფერთხავ ქსოვილს.

    გარეცხე სარეცხ მანქანაში 30°C /86°F ტემპერატურაზე რბილი და მოკლე სარეცხი პროგრამით. არ გამოიყენო მათეთრებელი ან სარეცხი საშუალებები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს. გააშრე დაბალ ტემპერატურაზე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია ცხელი დაუთოება უკანა მხრიდან.

    სრული დეტალების ნახვა

    ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ

    ქართული კულტურა მრავალი ათასწლეულია არსებობს და ვითარდება

    ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.
    Ჩვენს შესახებ