გადადი პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 4

Igrika Shop

მოჩუქურთმებული ხის დაფა - "ბოლნისის მნათობები"

მოჩუქურთმებული ხის დაფა - "ბოლნისის მნათობები"

Რეგულარული ფასი $74.00 USD
Რეგულარული ფასი გასაყიდი ფასი $74.00 USD
-Liquid error (snippets/price line 86): divided by 0% OFF coming soon

Save 5-10% with purchases of 2 or more items

ზომა
ფერები
მასალა

ამბავი:

სიმბოლოს წარმომავლობა - ქართლი, ბოლნისის სიონის კედლის ჩუქურთმა, V საუკუნე 

ორნამენტის ესკიზი ბოლნისის ტაძრის კედლის დეკორის შთაგონებით შევქმენით და შემდეგ დაფაზე მოვაჩუქურთმეთ. ორნამენტის პერიფერიები კი ტალღისებური თლილებით გავაფორმეთ. ყვავილი არ გეგონოს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ჰგავს, ეს გრძივი კანტი არა ყვავილებს , არამედ მნათობებს განასახიერებს. თურმე, მთაში ოთხმხრიან, ხაზოვნად ან ფოთლის მსგავს ჯვრისებრ ფიგურებს ვარსკვლავს ეძახდნენ. საგულისხმოა რომ ეს ფორმები ცის მცირე მნათობებს აღნიშნავდნენ, რადგან დედა ბოძზე ბორჯღალასთან, როგორც მზის სიმბოლოსთან მიმართებით, კომპოზიციის პერიფერიულ ნაწილს იკავებდნენ.

დაფა შეგიძლია გამოიყნეო, როგორც სუფრის გასაფორმებლად ასევე კედლის ან კუთხის მაგიდის დეკორად. კაკლის ფაქტურა და ქართულ ორნამენტი უკვე ესთეტიკური ხელოვნების ნიმუშია…

ამავე ტაძრის ორნამენტების მიხედვითაა შექმნილი:  დაფა სიცოცხლის ხე, დაფა ედემის ცხოველები და მაგიდის ბილიკი ბოლნისის მნათობები.

ჩვებს შესახებ:

ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…

ვრცლად

მოვლა & მახასიათებლები:

  • მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივს! აქვს ძირითადად დეკორატიული ხასიათი. არ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში! გარეცხვა შესაძლებელია ხელით მაგრამ წყალში დიდხანს გაჩერება არ არის რეკომენდირებული.  შეამშრალეთ ხელსახოცით. არ დაუსვათ ბასრი საგანი!
  • ზომა - 30/20სმ
  • მასალა - კაკალი, ნატურალური ზეთი

    მასალები

    კაკლის ხე

    ზომები

    29/19 სმ ; 11.4/7.4 ინჩი

    მოვლის ინფორმაცია

    მასალა შეიძლება დეფორმირდეს მზისგან. გთხოვ დაიცვა ის მზის პირდაპირი სხივებისაგან.

    შეიძლება გამოყენებულ იქნას პურის, ყველის, ხილის და სხვა საკვების შესანახად. მაგრამ ის ძირითადად გამოიყენება დეკორაციად. არ გამოიყენო დაფა პროდუქტების დასაჭრელად ან დასარტყმელად.

    არავითარ შემთხვევაში არ გარეცხო დაფა, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. მისი გარეცხვა შესაძლებელია ჩვეულებრივ ნიჟარაში, მაგრამ წყალში დიდხანს ნუ გააჩერებ. გარეცხვის შემდეგ შეამშრალე პირსახხოცით.

    FAQ

    Is this a serving or cutting board?

    This hand-carved walnut serving board is designed primarily for serving and decoration rather than cutting. It can be used as a wooden bread board, cheese board or fruit serving board, and it also works beautifully as decorative kitchen or table decor. also it is perfect for tea sets but try to avoid hot pots on the board. We recommend not using knives or cutting directly on the carved surface, as this may damage the traditional Georgian wood carving.

    Is this a good gift for a housewarming or special occasion?

    This hand-carved walnut serving board is a meaningful gift because it combines natural wood, traditional craftsmanship, and a story from Georgian history. Each board is carved by hand from walnut and decorated with unique Georgian ornaments inspired by designs used in the early Middle Ages. The four-pointed motifs represent stars and celestial lights, giving the piece a deeper symbolic meaning.

    It can be used as a serving board or displayed as handmade wooden decor, making it suitable for a housewarming, wedding, anniversary, birthday, or a special gift for someone interested in Georgian culture and traditional art. Each board also comes with a story card explaining the artwork and its symbolism, making the gift something to keep, use, and remember.

    Will the walnut wood change over time?

    Yes. Natural walnut wood continues to change and develop character over time, including subtle changes in color and grain. This is a natural part of owning a handmade wooden piece. To keep the board looking beautiful for many years, avoid prolonged direct sunlight, do not leave it wet or submerged in water, and always dry it thoroughly after cleaning. From time to time, you can refresh the walnut with a suitable natural wood oil to nourish the wood and restore its appearance. With proper care, this handmade walnut board can last for many, many years.

    სრული დეტალების ნახვა
    hand carved  ornament on linolium

    ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ

    ქართული კულტურა მრავალი ათასწლეულია არსებობს და ვითარდება

    ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.
    Ჩვენს შესახებ