Rto by Igrika
ლოტო - საბავშვო სამაგიდო თამაში
ლოტო - საბავშვო სამაგიდო თამაში
პროდუქტი მალე დაემატება...
ლოტო ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით შექმნილი სამაგიდო თამაშია, ის კლასიკური სამაგიდო თამაშის პრინციპით არის აგებული. სამაგიდო თამაში ბავშვს დაეხმარება უკეთ ფოკუსირდეს, მარტივად ჩაერთოს დავალების შესრულებაში, ხალისიანად გაატაროს დრო და თან განავთაროს როგორც კოგნიტური, ისე წვრილი მოტორული უნარები.
თქვენ კი ბავშვობის ჯადოსნურ სამყაროში დაგაბრუნებთ!
შეფუთვა მოიცავს: 6 დაფას ზღაპრის პერსონაჟებით, 36 ორმხრივ მონეტას და ინსტრუქციას 8 სხვადასხვა ენაზე (ქართული, ინგლისური, პოლონური, გერმანული, იტალიური, ესპანური, ჩინური და იაპონური).
სამზადისი თამაშის დასაწყებად:
- აირჩიე სასურველი დაფა და მოათავსე შენს წინ
- ყველაზე უმცროს მონაწილეს სთხოვე მონეტები გადაანაწილოს მაგიდის ცენტრში, ისე რომ ყველა მათგანი ხილვადი იყოს
როგორ ვითამაშოთ:
მოთამაშეები რიგრიგობით აირჩევენ მონეტას, რომელიც მათი დაფის ილუსტრაციას შეესაბამება და აწყობენ შესაბამის უჯრაში. თუ მაგიდაზე არსებული მონეტებიდან არცერთი არ შეესაბამება შენს დაფას, ამ შემთხვევაში უნდა გადმოატრიალო ერთ-ერთი მონეტა. თუ აღმოჩინე შესაბამისი ფერი, მოათავსე დაფაზე, თუ არა — კვლავ გადააბრუნე საწყის მდგომარეობაში. სვლა გადადის შემდეგ მოთამაშეზე.
იმარჯვებს ის, ვინც პირველი შეავსებს თავის დაფას!
ბრენდის შესახებ - ‘’რტო’’ ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც 2024 წელს ‘’იგრიკას’’ თანადამფუძნებელმა ბაია ლომსაძემ დაარსა. ბრენდის მისიაა ქართული კულტურა ადრეული ასაკიდანვე ხალისით გააცნოს და შეაყვაროს ბავშვებს მთელი მსოფლიოს გარშემო!
მახასიათებლები:
წარმომავლობა: საქართველო
ენა: ქართული, ინგლისური, პოლონური, გერმანული, იტალიური, ესპანური, ჩინური, იაპონური
მოთამაშეთა რაოდენობა: 1 - 4
გამოყენება: ასაკი: 3+
ზომა - 22/22/3 სმ
ფერი - პასტელური ფერები.
მასალა - სერტიფიცირებული მუყაო ქაღალდი. (FSC)
არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის!
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.