ჩვენი ამბავი
იგრიკა ხელნაკეთი საჩუქრების სახელოსნოა, სადაც მიზნად დავისახეთ ვეძებოთ, აღმოვაჩინოთ და მოგიყვეთ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.

თანამედროვე ენით ვაგრძელებთ გაწყვეტილ ამბებს და მთელი გულით გიზიარებთ ჩვენს აღმოჩენებს, რადგან გვჯერა, თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით ამ საამაყო საგანძურის მცველი გახდები. გახსოვდეს:
ამბავი შენით განაგრძობს თხრობას...
ვინ ვართ ჩვენ
გრიგოლ დალაქიშვილი და ბაია ლომსაძე, პატარა ოჯახი საქართველოდან.
სახელწოდებაც ჩვენი შეხვედრის თვის მიხედვით შევარჩიეთ: იგრიკა ძვ ქართულად აპრილს ნიშნავს და ჩვენი სახელოსნოს ამბავიც 2020 წლის აპრილში დაიწყო.
რას აღმოაჩენთ ჩვენს სახელოსნოში
ხელნაკეთი საბეჭდავებით შექმნილ ტექსტილის ნამუშევრებს, ხეზე ჭრის უძველესი ტრადიციით შექმნილ უნიკალურ დეკორებს.
გაეცნობით ექს-ლიბრისის აღდგენილ ტრადიციას - შეძლებთ საყვარელი ადამიანისთვის წიგნის უნიკალური ბეჭდის დამზადებას.
ჩვენთან ერთად ინტერიერი შეგიძლია შთამბეჭდავ სივრცედ აქციო, გამორჩეული ქართული დეტალი შეიტანო.