ჩვენი ამბავი

იგრიკა ძვ ქართულად აპრილს ნიშნავს და ჩვენი ამბავიც აქ დაიწყო…

ყოველთვის გვიზიდავდა იდუმალი, სიმბოლოებით სავსე სამყარო, რომელიც უხსოვარ დროს ერის ტოტემურმა აზროვნებამ შექმნა. მიუხედავად სიძველისა ვფიქრობთ რომ ეს ფორმები დღემდე თანამედროვეა, რადგან პირველადი შინაარსის მიღმა თითოეული ჩვენგანის მინიჭებულ აზრსაც ატარებენ…

ამბები, რომლებიც ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია,რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ ,

ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…

ვინ ვართ

ჩვენ ვართ გრიგოლ დალაქიშვილი და ბაია ლომსაძე

ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გავაცოცხლოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში ისე, რომ არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებითა და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით ვაგრძელებთ უძველეს ტრადიციას. ასე რომ, თითოეული ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.

როგორ იქმნება

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნა, რომელიც გამოიყენება ხანგრძლივად


ხელით ნაბეჭდი ტექსტილი - პირველად ვრეცხავთ ქსოვილს და ვაშრობთ ერთი დღე, მეორე დღეს ვბეჭდავთ მასზე ხელნაკეთი საბეჭდავებით და შემდეგ ისევ 24 საათის განმავლობაში ვაცდით გაშრობას. ნაზად ვაუთოვებთ დაუბეჭდავი მხრიდან, რომ საღებავი ქსოვილზე დაფიქსირდეს. სრული პროცესი 3-დან 5 დღემდე გრძელდება.


ტექსტილის საბეჭდავის დამზადება - პირველ რიგში ვეძებთ სიმბოლოს და მის მნიშვნელობას, ვქმნით დიზაინს ორი ან მეტი ორნამენტის ერთმანეთთან შერევით. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ გადაგვაქვს სიმბოლო სპეციალურ მასალაზე, შემდეგ ვკვეთთ ფორმას რამდენიმე საათის განმავლობაში. ამის შემდეგ საბეჭდავი იგივე შტამპი მზადაა.


ხელით მოჩუქურთმებული ხის დაფების დამზადება - ქართული სიმბოლოების მოძიების შემდეგ ვქმნით რამდენიმე ესკიზს და ვხატავთ მას კაკლის ნაჭერზე, ფორმას ვკვეთთ რამდენიმე საათის განმავლობაში და რამდენჯერმე ვაპრიალებთ სპეციალური სახეხით. ხის დასამუშავებლად და ფერის დასაფიქსირებლად ვიყენებთ მხოლოდ ბუნებრივ ზეთებს.


პერსონალური საბეჭდავი კერძო ბიბლიოთეკისთვის (ექს-ლიბრისი) - პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ადამიანის მცირე ბიოგრაფიის ცოდნა, რათა უკეთ მოვარგოთ ესკიზი ადრესატს. მოგეხსენებათ, ქართულ ენაში გვაქვს სამი დამწერლობის სისტემა: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული, ამიტომ მათ ლამაზ ფორმებს ვიყენებთ პიროვნების ხასიათის გამოსახატავად. ვქმნით ესკიზის ორ ვერსიას, რომელთაგან ერთის შერჩევის შემდეგ გადაგვაქვს სპეციალურ მასალაზე. ამოვკვეთთ თუ არა მასალას უკან ვაკრავთ კაკლის ნაჭერს მეტი სიმყარისთვის