Igrika Shop
ხელით ნაბეჭდი ვიწრო სუფრა - "იფრარის ყვავილები"
ხელით ნაბეჭდი ვიწრო სუფრა - "იფრარის ყვავილები"
ამბავი:
სიმბოლოს წარმომავლობა - სვანეთი, იფრარის მთავარანგელოზის ტაძარი, კანკელის ფრთა, 1096წ.
გასაოცარია, რომ იფრარის ტაძრის ხატმწერი თავის თავს მოიხსენიებს როგორც - მეფის მხატვარი თევდორე, რომელიც ივარაუდება, რომ დავით IV აღმაშენებლის კარის მხატვარი იყო. ამ ამბით შთაგონებულებმა შევქმენით ჩვენი ვიწრო სუფრა, მას ხავსისფერი მწვანე და ყავისფერი ტონები შევუსაბამეთ და ხელნაკეთი საბეჭდავებით გადავიტანეთ სპილოსძვლისფერ ბამბის ქსოვილზე. ასეთ საამაყო ამბებს ყვება ჩვენი იფრარის მაგიდის გადასაფარებელი.
თვალი შეავლე იფრარარის ორნამენტებიან რანერს სხვა ფერებში: წითელი ყვითელში და ცისფერი ზეთისხილისფერში
აღმოაჩინე ჩანთა იფრარის ყვავილების ესკიზით.
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 40/175სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.