გადადი პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 5

Igrika Shop

ხელით ნაბეჭდი ვიწრო რანერი - იფრარის ყვავილები

ხელით ნაბეჭდი ვიწრო რანერი - იფრარის ყვავილები

Რეგულარული ფასი $53.00 USD
Რეგულარული ფასი გასაყიდი ფასი $53.00 USD
-Liquid error (snippets/price line 86): divided by 0% OFF გაყიდულია

Save 5-10% with purchases of 2 or more items

ამბავი

სიმბოლოს წარმომავლობა - სვანეთი, იფრარის მთავარანგელოზის ტაძარი, კანკელის ფრთა, 1096წ.

“იფრარის ყვავილების” ყვავილოვანი  ესკიზი  იფრარის ტაძრის კედლის დეკორის შთაგონებით შევქმენით. თურმე, ტაძრის ხატმწერი თავის თავს მოიხსენიებს როგორც - მეფის მხატვარი თევდორე. ივარაუდება, რომ ის დავით IV აღმაშენებლის კარის მხატვარი იყო.  ჩვენი მაგიდის რანერი, რომელიც ასე საამაყო ამბებს ჰყვება, ორიგინალთან მიახლოებულ ტონებში დავბეჭდეთ ხელნაკეთი საბეჭდავებით. საოცარია, რომ ასე ზრუნავდნენ ჩვენი წინაპრები ფრესკების შესრულებისას მთლიან სიუჟეტში შეექმნათ ის ზეციური განწყობა რომელიც, თუნდაც იფრარის ყვავილებს დაჰყვება…

თვალი შეავლე იფრარის ორნამენტებიან რანერს სხვა ფერებშიც: ცისფერი/ ზეთისხილისფერში და ღია მწვანე ყავისფერში.

აღმოაჩინე ჩანთა იფრარის ყვავილების ესკიზით.

ჩვენს შესახებ:

ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…

ვრცლად

მოვლა & მახასიათებლები:

  • ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
  • ზომა - 40/175სმ
  • ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი

    მასალები

    ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი

    ზომები

    175/40სმ ; 69/16ინჩი

    მოვლის ინფორმაცია

    მასალა, რომელიც ძირითადად დამზადებულია ბამბისგან, ადვილად არ იწოვს სითხეს, ამიტომ მუდმივი ლაქების თავიდან აცილება შესაძლებელია ძალიან მარტივად, თუ მასზე სითხის ჩამოსხმიდან მალევე დაფერთხავ ქსოვილს.

    გარეცხე სარეცხ მანქანაში 30°C /86°F ტემპერატურაზე რბილი და მოკლე სარეცხი პროგრამით. არ გამოიყენო მათეთრებელი ან სარეცხი საშუალებები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს. გააშრე დაბალ ტემპერატურაზე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია ცხელი დაუთოება უკანა მხრიდან.

    სრული დეტალების ნახვა

    Customer Reviews

    Based on 1 review
    100%
    (1)
    0%
    (0)
    0%
    (0)
    0%
    (0)
    0%
    (0)
    A
    Anania Devsurashvili
    My favorite table runner

    This is My favorite table runner, looks even better in real life then on photos 😍

    Thanks for the review! Glad to hear that you love our table runner and that it exceeded your expectations in person.

    ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ

    ქართული კულტურა მრავალი ათასწლეულია არსებობს და ვითარდება

    ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.
    Ჩვენს შესახებ