გადადი პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 6

Igrika Shop

ხელით ნაბეჭდი ვიწრო სუფრა - "იფრარის ყვავილები"

ხელით ნაბეჭდი ვიწრო სუფრა - "იფრარის ყვავილები"

Რეგულარული ფასი $53.00 USD
Რეგულარული ფასი გასაყიდი ფასი $53.00 USD
-Liquid error (snippets/price line 86): divided by 0% OFF გაყიდულია

Save 5-10% with purchases of 2 or more items

ამბავი:

სიმბოლოს წარმომავლობა - სვანეთი, იფრარის მთავარანგელოზის ტაძარი, კანკელის ფრთა, 1096წ.

გასაოცარია,  რომ იფრარის ტაძრის ხატმწერი თავის თავს მოიხსენიებს როგორც - მეფის მხატვარი თევდორე, რომელიც ივარაუდება, რომ დავით IV აღმაშენებლის კარის მხატვარი იყო. ამ ამბით შთაგონებულებმა შევქმენით ჩვენი ვიწრო სუფრა, მას ხავსისფერი მწვანე და ყავისფერი ტონები შევუსაბამეთ და ხელნაკეთი საბეჭდავებით გადავიტანეთ  სპილოსძვლისფერ ბამბის ქსოვილზე. ასეთ საამაყო ამბებს ყვება ჩვენი იფრარის მაგიდის გადასაფარებელი.

თვალი შეავლე იფრარარის ორნამენტებიან რანერს სხვა ფერებში: წითელი ყვითელში და ცისფერი ზეთისხილისფერში

აღმოაჩინე ჩანთა იფრარის ყვავილების ესკიზით.

ჩვენს შესახებ:

ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…

ვრცლად

მოვლა & მახასიათებლები:

  • ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
  • ზომა - 40/175სმ
  • ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი

    მასალები

    ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი

    ზომები

    175/40სმ ; 69/16ინჩი

    მოვლის ინფორმაცია

    მასალა, რომელიც ძირითადად დამზადებულია ბამბისგან, ადვილად არ იწოვს სითხეს, ამიტომ მუდმივი ლაქების თავიდან აცილება შესაძლებელია ძალიან მარტივად, თუ მასზე სითხის ჩამოსხმიდან მალევე დაფერთხავ ქსოვილს.

    გარეცხე სარეცხ მანქანაში 30°C /86°F ტემპერატურაზე რბილი და მოკლე სარეცხი პროგრამით. არ გამოიყენო მათეთრებელი ან სარეცხი საშუალებები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს. გააშრე დაბალ ტემპერატურაზე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია ცხელი დაუთოება უკანა მხრიდან.

    სრული დეტალების ნახვა

    Customer Reviews

    Based on 2 reviews
    50%
    (1)
    0%
    (0)
    0%
    (0)
    0%
    (0)
    50%
    (1)
    სოფო

    ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანი🙌🏻❤️

    N
    Nina
    Great Quality!

    The most amazing handmade traditional Georgian decor piece that you could ever purchase!
    You can literally feel the love that makers put into doing these

    Thank you so much for this glowing review! We are delighted to hear that you have had a positive experience with our product and appreciate your kind words about the quality.

    ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ

    ქართული კულტურა მრავალი ათასწლეულია არსებობს და ვითარდება

    ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.
    Ჩვენს შესახებ