Igrika Shop
ხელით ნაბეჭდი ვიწრო რანერი - იფრარის ყვავილები
ხელით ნაბეჭდი ვიწრო რანერი - იფრარის ყვავილები
ამბავი
სიმბოლოს წარმომავლობა - სვანეთი, იფრარის მთავარანგელოზის ტაძარი, კანკელის ფრთა, 1096წ.
“იფრარის ყვავილების” ყვავილოვანი ესკიზი იფრარის ტაძრის კედლის დეკორის შთაგონებით შევქმენით. თურმე, ტაძრის ხატმწერი თავის თავს მოიხსენიებს როგორც - მეფის მხატვარი თევდორე. ივარაუდება, რომ ის დავით IV აღმაშენებლის კარის მხატვარი იყო. ჩვენი მაგიდის რანერი, რომელიც ასე საამაყო ამბებს ჰყვება, ორიგინალთან მიახლოებულ ტონებში დავბეჭდეთ ხელნაკეთი საბეჭდავებით. საოცარია, რომ ასე ზრუნავდნენ ჩვენი წინაპრები ფრესკების შესრულებისას მთლიან სიუჟეტში შეექმნათ ის ზეციური განწყობა რომელიც, თუნდაც იფრარის ყვავილებს დაჰყვება…
თვალი შეავლე იფრარის ორნამენტებიან რანერს სხვა ფერებშიც: ცისფერი/ ზეთისხილისფერში და ღია მწვანე ყავისფერში.
აღმოაჩინე ჩანთა იფრარის ყვავილების ესკიზით.
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 40/175სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.