Igrika Shop
ხელით ნაბეჭდი პატარა ჩანთა - "აკვანებას ჩიტები"
ხელით ნაბეჭდი პატარა ჩანთა - "აკვანებას ჩიტები"
ამბავი:
სიმბოლოს წარმომავლობა - ქვემო ქართლი, აკვანებას ტაძარი, VI-VII სს.
აკვანებას ტაძრის კედლების ქვაქარგულობა გახდა ჩვენი ლამაზი ჩიტუნების ესკიზის მოტივი, რომელიც ხასხასა ბროწეულებითაც შევამკეთ. მისი ჩვენეული ესკიზი ხელნაკეთი საბეჭდავებით გადავიტანეთ ამ პატარა ჩანთებზე, რომლებსაც პოზიტიური განწყობა მოაქვთ.
ჩანთაში შეგიძლია მოათავსო მსუბუქი ნივთები როგორიცაა: ჰიგიენური საშუალებები, ფანქრები, კალმები, წიგნაკები და ა. შ.
აღმოაჩინე ამავე კომპოზიციით რანერი და ჩანთა ჩვენს სახელოსნოში
ჩვებს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 40/175სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.