Igrika Shop
ხელით ნაბეჭდი მაგიდის ბილიკი - "აკვანებას ჩიტები"
ხელით ნაბეჭდი მაგიდის ბილიკი - "აკვანებას ჩიტები"
ამბავი:
სიმბოლოს წარმომავლობა - ქვემო ქართლი, აკვანებას ტაძარი, VI-VII სს.
აკვანებას ტაძარზე ერთი საინტერესო ლეგენდა არსებობს. თურმე, ქალი რომელსაც შვილი არ ჰყავდა მივიდოდა ტაძარში, შესწირავდა აკვანს, ილოცებდა და უკან მიდიოდა იმ იმედით, რომ ღმერთი შვილს აჩუქებდა. სწორედ ამ ტაძრის კედლების ქვაქარგულობა გახდა ჩვენი ლამაზი ჩიტუნების ესკიზის მოტივი, რომელსაც ხასხასა ბროწეულებიც შევმატეთ. მისი ჩვენეული ესკიზი ხელნაკეთი საბეჭდავებით გადავიტანეთ ბუნებრივ, რბილ, სპილოსძვლისფერ მაგიდის ბილიკზე.
ამ ჩიტუნებს მყუდრო და ესთეტიკურ ატმოსფეროსთან ერთად, თურმე ყველასთვის კარგი ამბები მოაქვთ…
აკვანებას ჩიტების ესკიზით იხილეთ ასევე ჩანთა და პატარა ჩანთა
ჩვენს შესახებ
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიკურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 40/175სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.