Igrika Shop
ჩანთა ჩიტებიანი და ბროწეულებიანი ანაბეჭდით - აკვანებას ჩიტები
ჩანთა ჩიტებიანი და ბროწეულებიანი ანაბეჭდით - აკვანებას ჩიტები
ამბავი:
სიმბოლოს წარმომავლობა - ქვემო ქართლი, აკვანებას ტაძარი, VI-VII სს.
აკვანებას ტაძრის ერთ-ერთი კარის არქიტრავზე ფრინველები სიცოცხლის ხის ნაყოფს, ყურძენს კენკავენ, ჩვენ კი მათ ბროწეულები შევთავაზეთ. ამ გასაოცარი ფრინველების ესკიზი, სწორედ აკვანებას ტაძრის კედლის დეკორის შთაგონებით შევქმენით. კომპოზიცია ბამბის ქსოვილით დამზადებულ ჩანთაზე გადავიტანეთ და ასეთი მარტივი და ესთეტიკური ყოველდღიური ჩანთა მივიღეთ.
ჩვენს ხელით ნაბეჭდ ჩანთაში შეგიძლია მოათავსო, როგორც წიგნები , ბლოკნოტი თუ ლეპტოპი, ასევე ნებისმიერი ყოველდღიური გამოყენების ნივთი.
აღმოაჩინე რანერი და პატარა ჩანთა აკვანებას ჩიტუნების ესკიზით.
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 45/45სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.