გადადი პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 7

Igrika Shop

ხელით ნაბეჭდი მაგიდის რანერი - იფრარის ყვავილები

ხელით ნაბეჭდი მაგიდის რანერი - იფრარის ყვავილები

Რეგულარული ფასი $53.00 USD
Რეგულარული ფასი გასაყიდი ფასი $53.00 USD
-Liquid error (snippets/price line 86): divided by 0% OFF გაყიდულია

Save 5-10% with purchases of 2 or more items

ამბავი:

სიმბოლოს წარმომავლობა - სვანეთი, იფრარის მთავარანგელოზის ტაძარი, კანკელის ფრთა, 1096წ.

ფაქტია რომ ჩვენი “რენესანსული” კულტურიდან სვანურ ტაძრებსა და ნაგებობებზე ყველაზე მეტი არტეფაქტი შემოგვრჩა.  ყვავილოვანი  ესკიზი  იფრარის ტაძრის კედლის დეკორის შთაგონებით შევქმენით. აქვე ერთი გასაოცარი ფაქტი: თურმე ხატმწერი თავის თავს მოიხსენიებს როგორც - მეფის მხატვარი თევდორე, რომელიც ივარაუდება, რომ დავით IV აღმაშენებლის კარის მხატვარი იყო. ასეთი ისტორიის მქონე ორნამენტების მიხედვით მოვკაზმეთ ჩვენი მაგიდის რანერი.

თვალი შეავლე იფრარის ყვავილებიან რანერს სხვა ფერებშიც: ყავისფერი ღია მწვანეში და წითელი ყვითელში

აღმოაჩინე ჩანთა იფრარის ყვავილების ესკიზით.

ჩვენს შესახებ:

ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…

ვრცლად

მოვლა & მახასიათებლები:

  • ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
  • ზომა - 40/175სმ
  • ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი

    მასალები

    ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი.

    ზომები

    175/40 სმ 69/16 ინჩი

    მოვლის ინფორმაცია

    მასალა, რომელიც ძირითადად დამზადებულია ბამბისგან, ადვილად არ იწოვს სითხეს, ამიტომ მუდმივი ლაქების თავიდან აცილება შესაძლებელია ძალიან მარტივად, თუ მასზე სითხის ჩამოსხმიდან მალევე დაფერთხავ ქსოვილს.

    გარეცხე სარეცხ მანქანაში 30°C /86°F ტემპერატურაზე რბილი და მოკლე სარეცხი პროგრამით. არ გამოიყენო მათეთრებელი ან სარეცხი საშუალებები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს. გააშრე დაბალ ტემპერატურაზე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია ცხელი დაუთოება უკანა მხრიდან.

    სრული დეტალების ნახვა

    ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ

    ქართული კულტურა მრავალი ათასწლეულია არსებობს და ვითარდება

    ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.
    Ჩვენს შესახებ