Igrika Shop
ხელით ნაკვეთი დეკორატიული დაფა - "ედემის ცხოველები"
ხელით ნაკვეთი დეკორატიული დაფა - "ედემის ცხოველები"
ამბავი:
სიმბოლოს წარმომავლობა - ქართლი, ბოლნისის სიონის კედლის ჩუქურთმა, V საუკუნე
ბოლნისის ტაძრის რელიეფში წარმართულ ხელოვნებაში გავრცელებული ცხოველთა გამოსახულებები და სიუჟეტური სცენები გვხვდება: მათ შორისაა აფსინდის სვეტზე გამოსახული სცენა,რომელიც მოგვაგონებს ედემის ჰარმონიას, სადაც ლომები სტატიკურად დგანან, როცა მათ შორის ჯიხვი ნავარდობს.კომპოზიცია ერთგვარი ამბავია იმაზე თუ როგორ წარმოედგინათ ჩვენს წინაპრებს ზეციური ჰარმონია. ეს გასაოცარი კედლის ქვაქარგულობა ჩვენს დაფაზე ხელახლა გავაცოცხლეთ.
დაფა შეგიძლია გამოიყენო, როგორც სუფრის გასაფორმებლად, ასევე კედლის, ან კუთხის მაგიდის დეკორად. მას არა მარტო ესთეტიკა შეაქვს სივრცეში არამედ ძალიან ძველ და სასიამოვნო ამბებს გვიყვება ჩვენს თავზე.
ამავე ტაძრის ორნამენტების მიხედვითაა შექმნილი: დაფა სიცოცხლის ხე, დაფა ბოლნისის მნათობები და მაგიდის ბილიკი ბოლნისის მნათობები.
ჩვებს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივს! აქვს ძირითადად დეკორატიული ხასიათი. არ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში! გარეცხვა შესაძლებელია ხელით მაგრამ წყალში დიდხანს გაჩერება არ არის რეკომენდირებული. შეამშრალეთ ხელსახოცით. არ დაუსვათ ბასრი საგანი!
- ზომა - 30/20სმ
- მასალა - კაკალი, ნატურალური ზეთი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.