Igrika Shop
ხელით ნაბეჭდი ჩიტებიანი სუფრა - "მარტვილის ფრინველები"
ხელით ნაბეჭდი ჩიტებიანი სუფრა - "მარტვილის ფრინველები"
ამბავი:
სიმბოლოს წარმომავლობა - სიმბოლოების წარმომავლობა - სამეგრელო, მარტვილი, XIV-XVII სს
ფრინველთა ესკიზი მარტვილის ტაძრის კედლის ფრესკების შთაგონებით შევქმენით. ამ კომპოზიციის თანამედროვე ფორმები ხელნაკეთი საბეჭდავებით გადავიტანეთ ჩვენს მაგიდის ბილიკზე. ორიგინალ კომპოზიციაშიც ზოგიერთი ფრინველი მიწისკენ იყურება ხოლო დანარჩენებს ზეცისკენ აქვთ მიპყრობილი მზერა. რა საინტერესოა ერთდროულად ასეთი მკაცრი და თან ბავშვურად უბრალო, მარტივი ფორმები როგორ ესთეტიკურ სანახაობას ქმნიან ქსოვილზე.
ამავე ორნამენტით ჩვენს სახელოსნოში პატარა ჩანთასაც არმოაჩენ.
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 40/175სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.