Igrika Shop
ხელით ნაბეჭდი ტილოს პატარა ჩანთა - "მარტვილის ფრინველები"
ხელით ნაბეჭდი ტილოს პატარა ჩანთა - "მარტვილის ფრინველები"
ამბავი:
სიმბოლოს წარმომავლობა - სიმბოლოების წარმომავლობა - სამეგრელო, მარტვილი, XIV-XVII სს
მარტვილის მონასტერი დაარსებულა VI-VII სს-თა მიჯნაზე. თურმე უწინ აქ წარმართები თავიანთ კერპს - ჭყონდიდს (დიდი მუხა) ეთაყვანებოდნენ. აქვე იწერებოდა და ვრცელდებოდა უნიკალური სასულიერო თუ საერო ნაწარმოებები. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16, და მე-17 საუკუნის ფრესკები, რომლის მიხედვითაც შევქმენით ჩვენს ჩანთაზე დაბეჭდილი ესკიზი.
ამ პატარა ჩანთაში, იგივე პენალში შეგიძლია მოათავსო სხვადასხვა ნივთები როგორიცაა:. ჰიგიენური საშუალებები, ფანქრები, კალმები, მომცრო ზომის წიგნაკები და ა. შ.
აღმოაჩინე რანერი მარტვილის ფრინველებით
ჩვებს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 40/175სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.