Igrika Shop
ხელით ნაბეჭდი პატარა ჩანთა იგივე პენალი - "კრიხის ფოთლები"
ხელით ნაბეჭდი პატარა ჩანთა იგივე პენალი - "კრიხის ფოთლები"
ამბავი:
სიმბოლოს წარმომავლობა - რაჟა-ლეჩხუმი, ზემო კრიხის ტაძარი, კედლის მხატვრობა, X-XI სს
ჩვენი ესკიზი კრიხის ფოთლოვანი მხატვრობის მოტივებზე შევქმენით, ამ თაღოვან-ფოთლოვანი ფორმებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჩვენი წინაპრები ხატების მოკაზმულობას სხვადასხვა დეკორატიული ფორმებით. ესკიზი ჩვენს პატარა ჩანთებზე (პენალი) გადავიტანეთ, რომელშიც შეგიძლია მოათავსო პატარა ზომის ნივთები როგორიცაა: ჰიგიენური საშუალებები, ფანქრები, კალმები, წიგნაკები და ა. შ.
ამავე ესკიზით ჩვენს სახელოსნოში შეგიძლია შეათვარიელო რანერი და ჩანთა.
ჩვებს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 40/175სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.