გადადი პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 5

Igrika Shop

ხელით ნაბეჭდი ქალის ჩანთა - კრიხის ფოთლები

ხელით ნაბეჭდი ქალის ჩანთა - კრიხის ფოთლები

Რეგულარული ფასი $29.50 USD
Რეგულარული ფასი გასაყიდი ფასი $29.50 USD
-Liquid error (snippets/price line 86): divided by 0% OFF გაყიდულია

Save 5-10% with purchases of 2 or more items

ამბავი:

სიმბოლოს წარმომავლობა - რაჟა-ლეჩხუმის, ზემო კრიხის ტაძრის, კედლის მხატვრობა, X-XI სს

აღწერა - ესკიზი კრიხის ტაძრის კედლზე არსებული მრავალფეროვანი მხატვრობის შთაგონებით შევქმენით.  თურმე ფოთოლი უკვდავების სიმბოლო ყოფილა, რადგან ფოთოლცვენის შემდეგ ისევ მიწად იქცევა, მერე კი ხელახლა იბადება და ეს ციკლი დაუსრულებლად გრძელდება…

ჩანთა - “კრიხის ფოთლები” საკმაოდ ტევადია და აქვს ერთიანი შიდა სივრცე. მისი სირბილე და სიმსუბუქე კი შეუმჩნეველი არ დაგრჩება

აღმოაჩინე ბორდოსფერი და ხავსისფერი მაგიდის ბილიკები კრიხის ფოთლების ესკიზით

ჩვენს შესახებ:

ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…

ვრცლად

მოვლა & მახასიათებლები:

  • ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
  • ზომა - 45/45სმ
  • ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი

    მასალები

    65% ბამბა 35% პოლიესტერი.

    ზომები

    ჩანთა: 45/45სმ სახელურები: 61სმ

    მოვლის ინფორმაცია

    ირეცხება 30°C /86°F რბილ და მოკლე რეჟიმზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენო გამათეთრებელი ხსნარები. საჭიროების შემთხვევაში გააუთოვე ცხელი უთოთი, შეუღებავი მხრიდან.

    სრული დეტალების ნახვა

    Customer Reviews

    Based on 1 review
    100%
    (1)
    0%
    (0)
    0%
    (0)
    0%
    (0)
    0%
    (0)
    V
    Victoria
    Amazing gift

    I chose this tote bag as a gift for my American friend and she was very happy to receive it. It has a gorgeous traditional print that can be a great souvenir from Sakartvelo.

    thank you for your kind words. We're delighted to hear that! ❤️

    ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ

    ქართული კულტურა მრავალი ათასწლეულია არსებობს და ვითარდება

    ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.
    Ჩვენს შესახებ