Igrika Shop
ხელით დაბეჭდილი მსუბუქი ჩანთა - "ფასკუნჯის ზღაპარი"
ხელით დაბეჭდილი მსუბუქი ჩანთა - "ფასკუნჯის ზღაპარი"
ამბავი:
კომპოზიცია ძველი ქართული ზღაპრების მოტივებზე შევქმენით
ცენტრალური ფიგურა ფანტასტიკური ცხოველი - ფასკუნჯია, არწივის თავით და ლომის ტანით. ფრთოსანი არსება ზღაპრის გმირს მადლიერების ნიშნად დაბრკოლების გადალახვაში ეხმარება.
ესკიზი შთაგონებულია მთაში გაბნეული პიქტოგრამების ხასიათით, ამიტომ, სიმბოლოთა ფორმები ქვაზე დახატული უხეში ხაზების გამეორებაა. მეორე მხარეს სიმბოლოები კი ერთგვარ შინაარსს კრავს: ღვთის დალოცვის ხელი, გმირის ხანჯალი, ეკალბარდები, რაში, ღვთის სიტყვის მაცნე მტრედი, სამზეო და ქვესკნელი, თეთრი და შავი ვერძები.
ჩვენს ხელით ნაბეჭდ ჩანთაში შეგიძლია მოათავსო და კომფორტულად ატარო, როგორც წიგნები, ბლოკნოტი თუ ლეპტოპი, ასევე ნებისმიერი ყოველდღიური გამოყენების ნივთი. ფასკუნჯის სიმბოლოთი დაბეჭდილი ჩანთები მართლაც ზღაპრული,, კომფორტული და მსუბუქია თან დაუვიწყარი ემოციები და ხასიათი მოჰყვება
ამავე ზღაპრის თემატიკით ჩვენს სახელოსნოში აღმოაჩენ ესთეტიკურ კედლის დეკორს.
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 45/45სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.