გადადი პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 5

Igrika Shop

ხელით დაბეჭდილი კედლის დეკორი - "ფასკუნჯის ზღაპარი"

ხელით დაბეჭდილი კედლის დეკორი - "ფასკუნჯის ზღაპარი"

Რეგულარული ფასი $185.00 USD
Რეგულარული ფასი $185.00 USD გასაყიდი ფასი $185.00 USD
-0% OFF გაყიდულია

Save 5-10% with purchases of 2 or more items

ამბავი:

ილუსტრაციები შთაგონებულია ძველი ქართული ფილოსოფიური ზღაპრებით, სადაც მთავარი გმირის მხსნელად მითოლოგიური ფასკუნჯი გვევლინება.


ზღაპრის ილუსტრაციები სხვადასხვა ქართული ორნამენტ-სიმბოლოების შთაგონებით შევქმენით, ზოგიც კი ასე ვთქვათ წარმოსახვის ნაყოფია. შეგიძლია მისი შინაარსი სასურველი სახე-სიმბოლოებით ააგო და თავად გახდე ამ ამბის მთავარი გმირი, გზაჯვარედინიდან შენ ირჩევ გზას, ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…. 


ფრაგმენტი ერთ-ერთი ზღაპრიდან:

… ხოლო რაც გითხრა, გახსოვდესო:  აქედან ერთი კვირის მანძილზე ორი რიგი წყარო დაგხვდება : ერთში რძე სდის და მეორეში სისხლი. თუ გინდა გაიმარჯვო რძეს ხელი არ ახლო და სისხლი უნდა იგემო ერთი მუჭა. მხოლოდ არამც და არამც ძაგებით არ მოიხსენიო, ეს რა ცუდი რამ იყოვო. შემდეგ ამისა ერთი ეკლიანი gზა დაგხვდება გასავლელი, სულ ეკალ-უკალს უჭირავს კარ-მიდამო. ის გზა ფეხ-შიშველამ და ტან-ტიტველამ უნდა გავლო და რაც დიდი სიმწუხრე ნახო, გული არ გამოიცვალო და არა სთქვა-რა, ძნელი გასავლელი, ეკლიანი გზა იყოვო. შემდეგ ამისა დაჭრილსა და დაკოდილსა ტბა დაგხვდება გასავლელი, მარილიან-წყლიანი. უნდა ჩავარდე ინ ტბაში და ცურვით გახვიდე. ისიც ურიგოდ არ მოიხსენიო: რა ცუდი წყალი იყოვო. ტბას თუ გასცდი, მაშინ დაგხვდება წყარო, რომელშიც უკვდავების წყალი სდის. ამდენი ტანჯვის გამომვლელი ჩაწვები თუ არა იმ წყარის საგუბარში,მთლად განიკურნები და ისეთ შვებას იგრძნობ, თითქო დედისაგან ახლად იშობეო. ყოველივე ესე თუ შეგიძლიან მოითმინო და აასრულო, წადი, თუ არა-და, დაბრუნდი ვაჟკაც თავს ტყუილა ნუ გაიფუჭებო…

ამავე ზღაპრის თემატიკით ჩვენს სახელოსნოში აღმოაჩენ მხარზე გადასაკიდ ჩანთებს.

ჩვენს შესახებ:

ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…

ვრცლად


მოვლა & მახასიათებლები:

  • საჭიროების შემთხვევაში: ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
  • ზომა - 100/50 სმ
  • ტილო: 100% სელი

მასალები

Materials: linen 100%

ზომები

Size: 110/50cm - 43/19 inches

მოვლის ინფორმაცია

don't iron it from front side!

სრული დეტალების ნახვა

Customer Reviews

Be the first to write a review
0%
(0)
0%
(0)
0%
(0)
0%
(0)
0%
(0)

ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ

ქართული კულტურა მრავალი ათასწლეულია არსებობს და ვითარდება

ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.
Ჩვენს შესახებ