Igrika Shop
ხელით ნაბეჭდი მაგიდის ბილიკი - "კრიხის ფოთლები"
ხელით ნაბეჭდი მაგიდის ბილიკი - "კრიხის ფოთლები"
ამბავი:
სიმბოლოს წარმომავლობა -რაჭა-ლეჩხუმი, ზემო კრიხის ტაძარი, კედლის მხატვრობა, X-XI სს
ეს ფოთლოვან-თაღოვანი ესკიზი კრიხის ტაძრის კედელზე არსებული მრავალფეროვანი მხატვრობის შთაგონებით შევქმენით. თურმე ოდითგან ფოთოლი უკვდავების სიმბოლო ყოფილა, რადგან ფოთოლცვენის შემდეგ მიწად იქცევა, მერე კი ხელახლა იბადება და ეს ციკლი დაუსრულებლად გრძელდება. გადავწყვიტეთ მაგიდის ბილიკის ცენტრი ორნამენტის გარეშე დაგვეტოვებინა კიდეებში კი გაგვენაწილებინა ხსენებული ესკიზი, რამაც ზეთისხილის ბაღებში მიმავალი ბილიკების ატმოსფერო შექმნა.
თვალი შეავლე კრიხის ფოთლებიან რანერს ბორდოსფერსში.
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 40/175სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.