Igrika Shop
ხელით ნაბეჭდი მაგიდის დეკორი - "კაცხის ყვავილები"
ხელით ნაბეჭდი მაგიდის დეკორი - "კაცხის ყვავილები"
ამბავი
ორნამენტის წარმომავლობა - იმერეთი, კაცხის ტაძარი, კედლის ჩუქურთმა, XI ს
ყვავილოვანი კომპოზიცია კაცხის ტაძრის კედელზე შემორჩენილი ჩუქურთმის შთაგონებით შევქმენით და მას “კაცხის ყვავილები” შევარქვით. ეს ყვავილოვანი ფორმები თითქოს ავტორმა ვაზის შთაგონებით შექმნა. მარტივად შეამჩნევ როგორი გასაოცარია შუა საუკუნეების ხელოვნება თავისი სიმეტრიითა და სირბილით, თითქოს სრულყოფილიაო.
თვალი შეავლე კაცხის ყვავილებიან დეკორებს სხვა ფერებში: ზეთისხილისფერი მწვანე ყვითელში და ყვითელი სტაფილოსფერში
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 40/175სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.