Igrika Shop
ხელით ნაბეჭდი ვიწრო ქართული სუფრა - "მთვარის მცველი"
ხელით ნაბეჭდი ვიწრო ქართული სუფრა - "მთვარის მცველი"
ამბავი:
წარმომავლობა - არმაზის ღვთაება, ძვ.წ II ათასწლეული
ქართული ტომები ოდითგანვე განსაკუთრებულად სცემდნენ თაყვანს მებრძოლ ღვთაებებს. თეთრი გიორგი, იგივე არმაზი, სინკრეტული ღვთაება ყოფილა. გარდა იმისა, რომ ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმისა და მცენარეთა მბრძანებლად ითვლებოდა, ის თურმე მეომარი ღმერთის ფუნქციებსაც ითავსებდა. ეს უძველესი გამოსახულება მნათობებთან ერთად გადმოვიტანეთ ჩვენს მაგიდის ბილიკზე და საოცრად თანამედროვე, ძლიერი აურის მქონე გამოსახულება მივიღეთ.
მთვარის მცველის ქართული სუფრა იხილეთ მწვანე-ყვითელ ფერებში
ჩვენს სახელოსნოში ასევე აღმოაჩენ ჩანთას მთვარის მცველის კომპოზიციით
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 40/175სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.