Igrika Shop
ხელით ნაბეჭდი მაგიდის ბილიკი, უნიკალური საჩუქარი - "მთვარის მცველი"
ხელით ნაბეჭდი მაგიდის ბილიკი, უნიკალური საჩუქარი - "მთვარის მცველი"
ამბავი:
წარმომავლობა - არმაზის ღვთაება, ძვ.წ II ათასწლეული
ამბავი : როგორც ვიცით ქართული ტომები ოდითგანვე განსაკუთრებულად სცემდნენ თაყვანს მებრძოლ ღვთაებებს. ამის გამოხატულებაა ისიც, წმინდა გიორგის სამასზე მეტი სალოცავი რომ გვაქვს ამ პატარა ქვეყანაში. თეთრი გიორგი, იგივე არმაზი, სინკრეტული ღვთაება ყოფილა. გარდა იმისა, რომ ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმისა და მცენარეთა მბრძანებლად ითვლებოდა, ის თურმე მეომარი ღმერთის ფუნქციებსაც ითავსებდა. რანერზე სწორედ ეს გამოსახულებაა მწვანე და ყვითელ ტონებში აღბეჭდილი მნათობებთან ერთად. როგორი უჩვეულოა რომ ეს უძველესი, II ათასწლეულის სიმბოლო ასე თანამედროვედ გამოიყურება…
მთვარის მცველის რანერი ასევე წარმოდგენილი გვაქვს წითელ-მწვანე ფერში.
ამავე კომპოზიციით ჩვენს სახელოსნოში ჩანთასაც აღმოაჩენ.
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 40/175სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.