Igrika Shop
ხელით ნაბეჭდი ქალის ჩანთა - კრიხის ფოთლები
ხელით ნაბეჭდი ქალის ჩანთა - კრიხის ფოთლები
ამბავი:
სიმბოლოს წარმომავლობა - რაჟა-ლეჩხუმის, ზემო კრიხის ტაძრის, კედლის მხატვრობა, X-XI სს
აღწერა - ესკიზი კრიხის ტაძრის კედლზე არსებული მრავალფეროვანი მხატვრობის შთაგონებით შევქმენით. თურმე ფოთოლი უკვდავების სიმბოლო ყოფილა, რადგან ფოთოლცვენის შემდეგ ისევ მიწად იქცევა, მერე კი ხელახლა იბადება და ეს ციკლი დაუსრულებლად გრძელდება…
ჩანთა - “კრიხის ფოთლები” საკმაოდ ტევადია და აქვს ერთიანი შიდა სივრცე. მისი სირბილე და სიმსუბუქე კი შეუმჩნეველი არ დაგრჩება
აღმოაჩინე ბორდოსფერი და ხავსისფერი მაგიდის ბილიკები კრიხის ფოთლების ესკიზით
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 45/45სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.