Igrika Shop
სუფრის ბილიკი ქართული ორნამენტებით - "კაცხის ყვავილები"
სუფრის ბილიკი ქართული ორნამენტებით - "კაცხის ყვავილები"
ამბავი:
ორნამენტის წარმომავლობა - იმერეთი, კაცხის ტაძარი, კედლის ჩუქურთმა, XI ს
ყვავილოვანი კომპოზიცია კაცხის ტაძრის კედელზე შემორჩენილი ჩუქურთმის შთაგონებით შევქმენით და მას “კაცხის ყვავილები” შევარქვით. ძველად თურმე ყვავილი მარადიულ ბრუნვას – დაბადებას, სიცოცხლეს, სიკვდილსა და კვლავ აღორძინებას განასახიერებდა. ამ სუფრის ბილიკისთვის ბუნებრივი, ცოცხალი ტონები შევარჩიეთ. ზეთისხილისფერი და ყვითელი ფერები ასეთ ყვავილოვან ფორმებთან ერთად ინტერიერს სიმყუდრივით აავსებს.
თვალი შეავლე კაცხის ყვავილებიან ბილიკს სხვა ფერებში: სტაფილოსფერი ყვითელიში და ლურჯი ბორდოსფერში
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 40/175სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.