Igrika Shop
ხელით ნაბეჭდი სუფრა ქართული ანბანით
ხელით ნაბეჭდი სუფრა ქართული ანბანით
ამბავი:
ჩიტების წარმომავლობა - ქართული ხელნაწერები, XVII-XIX სს.
ჩვენს მიერ შექმნილ ანბანის მხატვრულ ტიპოგრაფიაზე ქართული ხელნაწერის გასაოცარი ილუსტრაციებიდან მოვაფრინეთ ყვავილ-ქუდიანი ჩიტუნები. ქართული ანბანი ნამდვილად საოცარი და უნიკალურია თავისი ესთეტიკური ფორმებით, ამიტომ ეს მხოლოდ დეკორი არ არის, შეგიძლია ჩაიკითხო ქართული ანბანი სრულიად და თან ძალიან მყუდრო, ზღაპრულ განწყობაზე დადგე.
ჩვენს სახელოსნოში ასევე აღმოაჩენ კედლის დეკორს ქართული ანბანით.
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 40/175სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.