Igrika Shop
ხელით ნაბეჭდი კედლის დეკორი ფარდაგი - "ქართული ანბანი"
ხელით ნაბეჭდი კედლის დეკორი ფარდაგი - "ქართული ანბანი"
ამბავი:
სიმბოლოს წარმომავლობა - ქართული ხელნაწერები, XVII-XIX სს.
ქართული ანბანი სამყაროს საგანძურია, თავისი ესთეტიკურობით, შინაარსითა და უნიკალურობით ის ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილს იმსახურებს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა დეკორი ანბანით, რომელიც ამ ესთეტიკურ და პოზიტიურ ატმოსფეროს უფრო მეტად წარმოაჩენდა ყოველდღიურობაში.
ჩვენი დიზაინით შექმნილ ანბანზე ქართული ხელნაწერის, “წმინდა გიორგის ლექსად თქმული ცხოვრების” გასაოცარი ილუსტრაციებიდან მოვაფრინეთ ყვავილ-ქუდიანი ჩიტუნები. ამავე ხელნაწერში გაბნეული ყვავილების მიხედვით შევქმენით კანტი რომელიც კომპოზიციას მიუყვება სრულ სიგრძეზე. ასე მივიღეთ ეს შთამბეჭდავი კედლის დეკორი, რომელზეც შეგიძლია ჩაიკითხო ქართული ანბანი სრულიად და თან ძალიან მყუდრო, ზღაპრულ განწყობაზე დადგე.
აღმოაჩინე სუფრა ქართული ანბანით ამავე ესკიზით.
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- საჭიროების შემთხვევაში: ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 126/40სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.