გადადი პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 6

Igrika Shop

ხელით ნაბეჭდი რანერი - "კაცხის ყვავილები"

ხელით ნაბეჭდი რანერი - "კაცხის ყვავილები"

Რეგულარული ფასი $53.00 USD
Რეგულარული ფასი გასაყიდი ფასი $53.00 USD
-Liquid error (snippets/price line 86): divided by 0% OFF გაყიდულია

Save 5-10% with purchases of 2 or more items

ამბავი:

ორნამენტის წარმომავლობა - იმერეთი, კაცხის ტაძარი, კედლის ჩუქურთმა, XI ს

ყვავილოვანი კომპოზიცია კაცხის ტაძრის კედელზე შემორჩენილი ქვაში კვეთილი  ჩუქურთმის შთაგონებით შევქმენით და მას “კაცხის ყვავილები” შევარქვით. ძველად თურმე ყვავილი მარადიულ ბრუნვას – დაბადებას, სიცოცხლეს, სიკვდილსა და კვლავ აღორძინებას განასახიერებდა. ეს რანერი განსაკუთრებით უხდება მზიან დღეებს , მარტივად შეამჩნევთ როგორ ავსებს სახლს ხალისიანი განწყობით.

თვალი შეავლე კაცხის ყვავილებიან რანერს  სხვა ფერებში: ზეთისხილისფერი მწვანე ყვითელში და ლურჯი ბორდოსფერში

ჩვენს შესახებ:

ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…

ვრცლად

მოვლა & მახასიათებლები:

  • ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
  • ზომა - 40/175სმ
  • ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი

    მასალები

    ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი

    ზომები

    175/40სმ ; 69/16ინჩი

    მოვლის ინფორმაცია

    მასალა, რომელიც ძირითადად დამზადებულია ბამბისგან, ადვილად არ იწოვს სითხეს, ამიტომ მუდმივი ლაქების თავიდან აცილება შესაძლებელია ძალიან მარტივად, თუ მასზე სითხის ჩამოსხმიდან მალევე დაფერთხავ ქსოვილს.

    გარეცხე სარეცხ მანქანაში 30°C /86°F ტემპერატურაზე რბილი და მოკლე სარეცხი პროგრამით. არ გამოიყენო მათეთრებელი ან სარეცხი საშუალებები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს. გააშრე დაბალ ტემპერატურაზე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია ცხელი დაუთოება უკანა მხრიდან.

    სრული დეტალების ნახვა

    Customer Reviews

    Based on 1 review
    100%
    (1)
    0%
    (0)
    0%
    (0)
    0%
    (0)
    0%
    (0)
    A
    Aleksi Tkachovi
    👍

    Really nice quality and very beautiful, extremely pleased 👍

    Thank you so much, Your kind words mean everything to us!

    ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ

    ქართული კულტურა მრავალი ათასწლეულია არსებობს და ვითარდება

    ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.
    Ჩვენს შესახებ