Igrika Shop
ხელით ნაბეჭდი ვიწრო მაგიდის გადასაფარებელი - "კრიხის ფოთლები"
ხელით ნაბეჭდი ვიწრო მაგიდის გადასაფარებელი - "კრიხის ფოთლები"
ამბავი:
სიმბოლოს წარმომავლობა -რაჭა-ლეჩხუმი, ზემო კრიხის ტაძარი, კედლის მხატვრობა, X-XI სს
ეს ფოთლოვანი ესკიზი კრიხის ტაძრის კედელზე არსებული მრავალფეროვანი მხატვრობის შთაგონებით შევქმენით. თურმე ძველად ფოთოლი უკვდავების სიმბოლო ყოფილა. როგორ საინტერესოდ არის შექმნილი ამ ორნამენტის აგებულება, თითოეული ფორმა კარიბჭეს მოგვაგონებს, რომლის სიღრმეშიც სხვადასხვა ფოთლოვანი გამოსახულებები მოჩანს. ვიწრო მაგიდის გადასაფარებლისთვის ბორდოსფერი ტონი შევარჩიეთ, ეს ფერი მის ფორმას უფრო გამოკვეთს და ინტერიერში დახვეწილი ესთეტიკა შემოაქვს.
თვალი შეავლე კრიხის ფოთლებიან ვიწრო მაგიდის გადასაფარებლებს ყვითელი, წითელი და მწვანე ფერების კომბინაციით
ჩვენს კატალოგში ასევე აღმოაჩენ ჩანთას კრიხის ორნამენტით.
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 40/175სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.