Igrika Shop
ტილოს ჩანთა "ედემი" - ზარზმის ჭედურობის მიხედვით შექმნილი კომპოზიციით
ტილოს ჩანთა "ედემი" - ზარზმის ჭედურობის მიხედვით შექმნილი კომპოზიციით
ამბავი:
ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს თუ წვევიხარ ან ზარზმის მონასტერში თუ ოდესმე შესულხარ, თვალს არ გამოეპარებოდა მოალერსე ღვთისმშობლის ხატის ჟრუანტელის მომგვრელად ამაღლებული ჭედურობა ან მისი ასლი მთელი რიგი სიუჟეტებითა და კომპოზიციებით. სწორედ ამ სიუჟეტებზე გაბნეული ფრინველებისა და ულამაზესი ყვავილების შთაგონებით შეიქმნა ჩვენი ედემის კომპოზიცია, რომელიც ყვითელ ბამბის ქსოვილისგან დამზადებულ ჩანთაზე გადავიტანეთ
ედემის კომპოზიციით შესრულებული ჩანთები ესთეტიური, კომფორტული და მსუბუქია. მას თან დაუვიწყარი ემოციები და ხასიათი მოჰყვება, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ ის მარტივად გახდება შენი ერთგული მეგზური.
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 45/45სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.