Igrika Shop
ქართული ორნამენტებით შექმნილი მაგიდის ბილიკები - "დღესასწაული"
ქართული ორნამენტებით შექმნილი მაგიდის ბილიკები - "დღესასწაული"
ამბავი:
სიმბოლოს წარმომავლობა - ქართული ხელნაწერები, XVII-XIX სს.
მართლაც როგორი სიყვარულით სავსე სახე აქვს ამ ყვავილქუდიან ჩიტუნებს და ანგელოზებს, რომლებიც დავით ქვარიანის ,,ლექსად თქმული წმინდა გიორგის ცხოვრების’’ ხელნაწერის გასაოცარი ილუსტრაციებიდან მოვაფრინეთ. მაგიდის ბილიკების ესკიზს დღესასწაულიც სწორედ ამიტომ დავარქვით, შეხედავ თუ არა თბილი და ხალისიანი განწყობებით ივსები. ეს ემოციები ნამდვილად ღირს გაზიარებად…
დღესასწაულის ესკიზით აგრეთვე იხილეთ პატარა ჩანთები
ჩვებს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიკურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 25/15სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.