გადადი პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 4

Igrika Shop

ბამბის მასალისაგან დამზადებული თხელი შარფი

ბამბის მასალისაგან დამზადებული თხელი შარფი

Რეგულარული ფასი $52.00 USD
Რეგულარული ფასი $52.00 USD გასაყიდი ფასი $52.00 USD
-0% OFF გაყიდულია

Save 5-10% with purchases of 2 or more items

შარფი „მარტვილის ფრინველები“

შარფი შთაგონებულია მარტვილის მონასტრის უძველესი ორნამენტებით, რომელიც VI-VII საუკუნეებში დაფუძნდა და სადაც ოდესღაც წარმართები დიდ მუხას, ჭყონდიდს სცემდნენ თაყვანს. დროთა განმავლობაში, მონასტერი უნიკალური საერო და საღვთო ლიტერატურის შექმნისა და გავრცელების კერად იქცა. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კედლებზე დღემდე ინახება XIV, XVI და XVII საუკუნეების ფრესკები, რომელთა შთაგონებითაც შარფი შევქმენით. მსუბუქი ბამბის ტექსტურით, ეს შარფი ყველა სეზონისთვის იდეალურია. მისი ლამაზი ფაქტურა და ორნამენტები კი არა მხოლოდ ესთეტიკას, არამედ ისტორიულ მნიშვნელობასაც ატარებენ.

ჩვენს შესახებ:

ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…

მოვლა & მახასიათებლები:

ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.

ზომა - 40/175სმ

ქსოვილი: 100% ბამბა

მასალები

100% ბამბა

ზომები

180/80 სმ

მოვლის ინფორმაცია

ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.

სრული დეტალების ნახვა

Customer Reviews

Based on 1 review
100%
(1)
0%
(0)
0%
(0)
0%
(0)
0%
(0)
K
Kathryn U.
Fashion meets history

This is a great example of history infused fashion. This scarf is an amazing gift for those who love layering in chillier seasons and are interested in Georgian history, architecture and art in general. The fabric is super soft and the colors rich and vibrant. I am pleased with my choice.

Thank you for your wonderful feedback! We're so glad you love the scarf and its connection to Georgian history. ❤️

ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ

ქართული კულტურა მრავალი ათასწლეულია არსებობს და ვითარდება

ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.
Ჩვენს შესახებ