Igrika Shop
ხელით დაბეჭდილი წიგნების ჩანთა - "ხარი"
ხელით დაბეჭდილი წიგნების ჩანთა - "ხარი"
ამბავი:
სიმბოლოს წარმომავლობა - საირხეს განძი, ძვ.წ I ათასწლეული
ხარის კომპოზიცია საირხეს განძის შთაგონებით შევქმენით, სადაც იდუმალი და ძლიერი ცხოველი, ცის მაცნეებს გულისყურით უსმენს. თურმე შვიდიოდე ათასი წლის წინ ჩვენი წინაპრები მას მთვარის კულტთან აკავშირებდნენ. ჩანთაზე დაბეჭდილი ხარის კომპოზიცია ძლიერ აურას ატარებს და შეხედვისთანავე ზღაპრულ ასოციაციებს იწვევს. მასში შეგიძლია მოათავსო, როგორც ბლოკნოტი და წიგნი ასევე ლეპტოპი ან ნებისმიერი ყოველდღიური გამოყენების ნივთი. ხარის ნაჭრის ჩანთები ზღაპრული და მსუბუქია ამიტომ ის მარტივად იქცევა შენს კომფორტულ მეგზურად ყოველდღიურობაში…
აღმოაჩინე პანო და მაგიდის ბილიკი ხარის კომპოზიციით.
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 45/45სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.