გადადი პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 5

Igrika Shop

ხელნაკეთი კედლის დეკორი იგივე პანო - "ხარი"

ხელნაკეთი კედლის დეკორი იგივე პანო - "ხარი"

Რეგულარული ფასი $57.00 USD
Რეგულარული ფასი გასაყიდი ფასი $57.00 USD
-Liquid error (snippets/price line 86): divided by 0% OFF გაყიდულია

Save 5-10% with purchases of 2 or more items

ამბავი:

სიმბოლოს წარმომავლობა - საირხეს განძი, ძვ. წთ. I ათასწლეული

პანოს კომპოზიცია საირხეს განძის შთაგონებით შევქმენით, სადაც ერთერთ მონეტაზე, იდუმალი და ძლიერი ცხოველი, ხარი, ცის მაცნეებს გულისყურით უსმენს. შვიდიოდე ათასი წლის წინ, უძველესი მიწათმოქმედების დარგი შემოჭრილა კულტის სამყაროში. შესაბამისად ხარი ადრიდანვე ქცეულა გაღმერთების საგნად, მათ შორის მისი გამოსახულებებიც. ამ დროიდან ხარს მიიჩნევდნენ მიწათმოქმედების ფუძემდებლად და აკავშირებდნენ მთვარის კულტთან. რაც შეეხება კვადრატულ ფორმებს, ისინი შთაგონებულია მთაში გავრცელებული მნათობთა სიმბოლოებით, ორნამენტები სიმეტრიულად არის დაბეჭდილი პანოზე და ქმნის ჰარმონიულ სურათს.

შევეცადეთ კედლის დეკორზე ისეთ ფერებში გადაგვეტანა კომპოზიცია, რომლითაც მეტად გამოიკვეთებოდა სიმბოლოს იდუმალი, ძლიერი ხასიათი და სიძველე.

ხარის კომპოზიციით ჩვენს სახელოსნოში ასევე შეხვდები მაგიდის ბილიკს და ჩანთას.

ჩვენს შესახებ:

ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…

ვრცლად

მოვლა & მახასიათებლები:

  • საჭიროების შემთხვევაში: ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
  • ზომა - 80/40სმ
  • ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი

    მასალები

    65% ბამბა 35% პოლიესტერი

    ზომები

    175 x 40 სმ

    მოვლის ინფორმაცია

    სრული დეტალების ნახვა

    Customer Reviews

    Be the first to write a review
    0%
    (0)
    0%
    (0)
    0%
    (0)
    0%
    (0)
    0%
    (0)

    ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ

    ქართული კულტურა მრავალი ათასწლეულია არსებობს და ვითარდება

    ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.
    Ჩვენს შესახებ