Igrika Shop
ხელით ნაბეჭდი ვიწრო მაგიდის ქსოვილი - "ხევსურული"
ხელით ნაბეჭდი ვიწრო მაგიდის ქსოვილი - "ხევსურული"
ამბავი:
სიმბოლოს წარმომავლობა - სიმბოლოების წარმომავლობა -ხევსურეთი, სამოსი და ფარდაგები
ხევსურებმა თანამედროვეობამდე შემოინახეს ‘’ტალავარი’’- უძველესი ეროვნული სამოსი, რომელიც, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების ტანისამოსისთვის საერთო სახელი ყოფილა. ჩვენი ესკიზისთვის გამოვარჩიეთ “დაგრეხილა”, ‘’ხატა’’ , ‘’დაკბილული’’ ორნამენტები და ხელნაკეთი საბეჭდავებით გადავიტანეთ ბუნებრივ ქსოვილზე ცისფერი და ზეთისხილისფერი საღებავებით, რამაც ხევსურული ხისტი ფორმები შეარბილა და სასურველ დეკორად აქცია.
აღმოაჩინე ხევსურული რანერი ყავისფერ და ღია მწავანე ფერებში
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 40/175სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.