Igrika Shop
ხელნაკეთი მაგიდის ვიწრო სუფრა - "ხარი"
ხელნაკეთი მაგიდის ვიწრო სუფრა - "ხარი"
ამბავი:
სიმბოლოს წარმომავლობა - საირხეს განძი, ძვ.წ I ათასწლეული
ესკიზი საირხეს განძის მონეტაზე გამოსახული ხარისა და მთაში გავრცელებული მნათობთა სიმბოლოების შთაგონებით შევქმენით. გამოსახულებაზე შეამჩნევ როგორ უსმენს ცის მაცნეებს ეს იდუმალი და ძლიერი ცხოველი. შვიდიოდე ათასი წლის წინ, უძველესი მიწათმოქმედების დარგი შემოჭრილა კულტის სამყაროში. თურმე ამ დროიდან ხარს მიიჩნევდნენ მიწათმოქმედების ფუძემდებლად და აკავშირებდნენ მთვარის კულტთან. შევეცადეთ ტექსტილზე იმავე ხასიათით გაგვეცოცხლებინა ეს კარგა ხნის მივიწყებული სიმბოლო, როგორი იდუმალების მატარებელიცაა…
აღმოაჩინე ჩანთა და კედლის დეკორი ხარის კომპოზიციით ჩვენს სახელოსნოში
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
- ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
- ზომა - 40/175სმ
- ტილო: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია
ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.