გადადი პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 4

IGRIKA

ხის კედლის დეკორი - ვენახი

ხის კედლის დეკორი - ვენახი

Რეგულარული ფასი $490.00 USD
Რეგულარული ფასი $490.00 USD გასაყიდი ფასი $490.00 USD
-0% OFF გაყიდულია

Save 5-10% with purchases of 2 or more items

საქართველო ოდითგანვე ვაზის კულტურის ქვეყნად ითვლება. არსებობს მრავალი თქმულება და ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ვაზი მსოფლიოში პირველად საქართველოში გაჩნდა. არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, ლეგენდის ქართლური ვარიანტი, მიწისგან ადამიანის გაჩენის მოტივს ვაზს რომ უკავშირებს:

"ქართული ლეგენდის მიხედვით ღმერთმა პირველად წყალი გააჩინა, შემდეგ თქვა, რად გვინდა ამდენი წყალიო. ამოუშვა ქარი და მიწა სულ გაახმო. ახლა ვენახი უნდა გავაჩინოო. მართლაც გააჩინა ვენახი. ერთ დღეს გავიდა უფალი ვენახში და დაინახა, რომ ვაზები ტირიან; ალბათ პატრონი რომ არ ჰყავთ, იმიტომ იღვრებიან ცრემლადო, გაიფიქრა ღმერთმა; ვაზის ცრემლები შეაგროვა, დაასხა მიწას, მოზილა,გამოძერწა კაცი, ჩაჰბერა მას სული და გაუჩინა ვაზს პატრონი"

ვაზი სიცოცხლის ხესთან ასოცირდება, ამიტომ ხშირად ნახავთ სცენებს ხეებით, ფრინველებითა თუ ცხოველებით, რომლებიც თაყვანს სცემენ ამ მისტიკურ ადგილს.

გადავწყვიტე ვაზის კომპოზიციის ცენტრში მზის სიმბოლო ამომეკვეთა, როგორც სიცოცხლისა და იმედის გამომხატველი, ხოლო ტოტზე პატარა ჩიტს შეამჩნევთ, რაც ძველად სულისა და ზეციური ამბის მომტანი არსების სახე-სიმბოლო იყო.

ხელოვნების ეს ნიმუში განსაკუთრებული საჩუქარი იქნება მათთვის, ვინც აღფრთოვანებულია ძველი კულტურებითა და ხელნაკეთი დეკორებით.

ხის დეკორი კაკლის მასალისგან დავამზადე და ბუნებრივი ზეთით დავამუშავე.

ხის დეკორი ზომებია - 63/54/3 სმ | 25/22/1 ინჩი. კაკლის ხის დაფის სილამაზის შესანარჩუნებლად, მოარიდე მზის პირდაპირ სხივებს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ხის მოხრა ან ბზარი.

მასალები

კაკალი

ზომები

63/54/3სმ | 25/22/1 ინჩი

მოვლის ინფორმაცია

კაკლის დეკორი მოარიდე მზის პირდაპირ სხივებს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ხის მოხრა ან ბზარი.

სრული დეტალების ნახვა

Customer Reviews

Be the first to write a review
0%
(0)
0%
(0)
0%
(0)
0%
(0)
0%
(0)

ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ

ქართული კულტურა მრავალი ათასწლეულია არსებობს და ვითარდება

ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.
Ჩვენს შესახებ