გადადი პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 4

Igrika Shop

შარფი ქართული ორნამენტებით

შარფი ქართული ორნამენტებით

Რეგულარული ფასი $52.00 USD
Რეგულარული ფასი $52.00 USD გასაყიდი ფასი $52.00 USD
-0% OFF გაყიდულია

Save 5-10% with purchases of 2 or more items

პროდუქტი:

შარფი მსუბუქი ბამბის მასალისაგან დავამზადეთ. ის განკუთვნილია ყველა სეზონისთვის და უზრუნველყოფს კომფორტს წლის ნებისმიერ დროს. მისი დიზაინი შთაგონებულია იფრარის ეკლესიის მრავალფეროვანი მორთულობებით, რომელიც 1096 წელსაა შესრულებული. ნამუშევარში იკითხება „თევდორეს“, შუა საუკუნეების ქართველი მხატვრის, მემკვიდრეობა, რომელიც თავს „მეფის მხატვრად“ იხსენიებს. ამიტომ ივარაუდება, რომ თევდორე ჩვენი დიდებული მეფის, დავით IV „აღმაშენებლის“, კარის მხატვარი იყო. ეს ძველი ორნამენტები ახლებური დიზაინით წარმოვაჩინეთ, რათა კულტურა თანამედროვეობაში აღვადგინოთ და თანამედროვე ესთეტიკას მოვარგოთ.

 ჩვენს შესახებ:

ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…

 მოვლა & მახასიათებლები:

ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.

ზომა - 40/175სმ

ქსოვილი: 100% ბამბა

მასალები

100% ბამბა

ზომები

180/70 სმ

მოვლის ინფორმაცია

ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.

სრული დეტალების ნახვა

Customer Reviews

Be the first to write a review
0%
(0)
0%
(0)
0%
(0)
0%
(0)
0%
(0)

ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ

ქართული კულტურა მრავალი ათასწლეულია არსებობს და ვითარდება

ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.
Ჩვენს შესახებ