IGRIKA
ხელით დაბეჭდილი კოსტერი აკვანებას ჩიტუნებით (4 ცალი)
ხელით დაბეჭდილი კოსტერი აკვანებას ჩიტუნებით (4 ცალი)
Save 5-10% with purchases of 2 or more items
წაღების ხელმისაწვდომობის ჩატვირთვა ვერ მოხერხდა
პროდუქტის შესახებ:
კოსტერები აკვანებას ჩიტუნების ესკიზის მიხედვით შევქმენით ბამბის ქსოვილისაგან. აკვანებას ტაძრის ერთ-ერთი კარის ზედა ნაწილზე ფრინველები სიცოცხლის ხის ნაყოფს კენკავენ, ჩვენ კი მათ ბროწეულები შევთავაზეთ. თითოეული კოსტერი დაბეჭდილია სწორედ ამ ჩიტებით, რომლებსაც ქართულ ზღაპრებსა და მითოლოგიაში ღვთიური მაცნეს ფუნქცია აქვთ. ამიტომ ჩვენს ზღაპრულ კოსტერსებს, პრაქტიკული გამოყენების გარდა ჯადოსნური განწყობა და სიხარული მოაქვთ.
ჩვენს შესახებ:
ამბები, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც გავხდით გულითმაძიებლები და წარმოიდგინეთ , რომ ჩვენც შენთან ერთად მივყვებით გზას ამ მისტიურ სამყაროში. ჩვენს აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებთ, რადგან გვგონია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ ჩვენსავით საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…
მოვლა & მახასიათებლები:
ირეცხება 30° - ზე სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვის რეჟიმზე, ან ხელით.
ზომა - 12/12სმ
ქსოვილი: 65% ბამბა 35% პოლიესტერი
მასალები
მასალები
ზომები
ზომები
მოვლის ინფორმაცია
მოვლის ინფორმაცია

ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.