გადადი პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 11

Igrika Shop

შეუკვეთე ექსლიბრისი, წიგნის ნიშანი, წიგნის ბეჭედი, იგივე შტამპი შენთვის სასურველი ინიციალებით

შეუკვეთე ექსლიბრისი, წიგნის ნიშანი, წიგნის ბეჭედი, იგივე შტამპი შენთვის სასურველი ინიციალებით

Რეგულარული ფასი $300.00 USD
Რეგულარული ფასი გასაყიდი ფასი $300.00 USD
-Liquid error (snippets/price line 86): divided by 0% OFF გაყიდულია

Save 5-10% with purchases of 2 or more items

ექსლიბრისის განმარტება

ექსლიბრისი ლათინური სიტყვაა და ითარგმნება როგორც ‘’წიგნებიდან’’. ეს არის წიგნის ნიშანი, გრაფიკული სიმბოლო, რომელიც სხვადასხვა ფიგურებით, ინიციალებით თუ სახელით გამოსახავს მფლობელის ვინაობას. ის ასევე  შესაძლებელია გამოიყენო, როგორც  საგვარეულო ნიშნანი ან ფაქსიმილია ასევე თუნდაც პერსონალური მონოგრამა (ლოგო).

ჩვენი ამბავი

თუ დააკვირდებით ძველ წიგნებში არაერთ ყდაზე (ყდის შიდა ნაწილზე) შეხვდებით მრავალფეროვან გამოსახულებებს, რომლებიც სხვადასხვა ფიგურებითა თუ ინიციალებით გამოსახავდა მფლობელის ვინაობას… წლების წინ ამ ამბავმა ისე გაგვიტაცა, რომ ერთმანეთისთვის მონოგრამების შექმნა გადავწყვიტეთ. გამოწვევაა შექმნა სიმბოლო, რომელსაც ადრესატი თავის ნაწილად მიიღებს და სიამაყით ატარებს. ასე დაიბადა იდეა შეგვექმნა უნიკალური საჩუქრები ექს ლიბრისის გაცოცხლებით. 

ყველა წიგნის ნიშანი უნიკალურია და ეკუთვნის ადრესატს, ამიტომ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მათი რაიმე სახით გამოყენება დაუშვებელია. 

პროდუქტის დეტალები

წიგნის შტამპის ‘’ტანს’’ ერთდროულად პრაქტიკული და ესთეტიური ფორმა შევურჩიეთ, ვთლით კაკლის ხის ნაჭრისგან. შემდეგ კი ვათავსებთ კაკლის ხის ხელნაკეთ ყუთში. მასთან ერთად აღმოაჩენ მელნის ბალიშსა და ბარათს ექსლიბრისის გამოსახულებით.

შეფუთვისა და სასაჩუქრე ჩანთის დიზაინი XV საუკუნის ხელნაწერის თავსამკაულის შთაგონებით დავხატეთ. 

შეკვეთის დეტალები

შესაკვეთად დააჭირე შეძენის ღილაკს  და მოგვწერე მეილზე  info@igrika.ge შემდეგი ინფორმაცია:

  • სახელი, გვარი
  • მოკლე ბიოგრაფია (ადრესატის ხასიათი)
  • რომელი დამწერლობა გსურს გამოვიყენოთ : ქართული (მხედრული, ასომთავრული, ხუცური), ლათინური, ბერძნული და ა.შ.
  • როგორ ფორმას ანიჭებ უპირატესობას : რბილს , მკაცრს, ზღაპრულს…

ან დაგვიკავშირდი სოც. ქსელებში.

ჩვენ ორი ჩანახატით დაგიბრუნდებით, შერჩეულ ვერსიას კი საბოლოო სახეს მივცემთ.

სრული პროცესისთვის საჭიროა 10-14 დღე.

მასალები

ექს-ლიბრისი - კაკლის ხე, ნატურალური ზეთი, ლინოლეუმი

ზომები

კაკლის ზარდახშა - 21/11/7.5 სმ

მოვლის ინფორმაცია

ექს ლიბრისი ყოველი გაოყენების შემდეგ გაწმინდეთ სველი დარბილი ქაღალდით ან ტილოთი, წმენდისას შესაძლებელია სპირტის გამოყენებაც.

სრული დეტალების ნახვა

Customer Reviews

Be the first to write a review
0%
(0)
0%
(0)
0%
(0)
0%
(0)
0%
(0)

ქართული კულტურისა და ისტორიის კვალდაკვალ

ქართული კულტურა მრავალი ათასწლეულია არსებობს და ვითარდება

ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში და არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ ტრადიცია ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებით და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით. ასე რომ, ყველა ჩვენი ნამუშევარი არის ხელნაკეთი და უნიკალური.
Ჩვენს შესახებ