The Poetry of Georgian Alphabet

The Poetry of Georgian Alphabet

ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი სამშობლო, ეს ერთი მუჭა საქართველო არის ისტორიის, კულტურისა და ენის ნამდვილი საგანძური. ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ასპექტი მისი უნიკალური ანბანია. ევროპული ენების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც ლათინურ ანბანს იყენებენ, საქართველოს აქვს თავისი დამწერლობის სისტემა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და ამ დროის მანძილზე რამდენიმე გამორჩეულ ფორმად ჩამოყალიბდა.

ქართული ანბანი არა მხოლოდ ლამაზი და უნიკალურია თავისი სილუეტებით, არამედ იმდენად ძველიც, რომ მის წარმოშობაზე რამოდენიმე შეხედულება არსებობს. ყველაზე გავრცელებული აზრით ეს ფაქტი ფარნავაზ მეფეს უკავშირდება ქართული მატიანეების, კერძოდ ლეონტი მროველის მიხედვით („ქართლის ცხოვრება“) ქართლის პირველმა მეფემ ფარნავაზმა ძვ. III საუკუნეში შექმნა პირველი ქართული ანბანი. ციტატა ქართლის ცხოვრებიდან: ,,და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართლისა, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თუინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული.’’

აგრეთვე აღსანიშნავია ფაქტი, რომ ქართული დამწერლობის ყველაზე ადრეული ნიმუში თარიღდება V საუკუნით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი დამწერლობის არტეფაქტი გვაქვს შემორჩენილი. სწორედ ამიტომ, ქართული ანბანი ჩვენი ქვეყნის იდენტობის განუყოფელი ნაწილია და მისი გამორჩეული ფორმები ქართული კულტურისა და ზოგადი ყოფიერების გამოსახვად იქცა, ლიტერატურიდან დაწყებული პოეზიით მუსიკითა და ხელოვნებით დამთავრებული.

ქართული ენა იწერებოდა სამი სხვადასხვა დამწერლობით: ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით. თითოეულს კი თავისი უნიკალური სტილი და ისტორია აქვს. ამ ბლოგში ჩვენ ჩავუღრმავდებით ქართული ანბანის სიმბოლოების უნიკალურ მახასიათებლებს და შესაბამისი სიტყვა-ფრაზებით გამოვავლენთ მის ფარულ ძვირფას შინაარსს.

ბლოგზე დაბრუნება

დატოვე კომენტარი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომენტარები უნდა იყოს დამტკიცებული მათ გამოქვეყნებამდე.